გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი: ნინო რაზმაძე
01011028093
საგანი - ქართული ენა
სწავლების საფეხური - საბაზო
გაკვეთილის თემა - მ.ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა"
გაკვეთილის მიზანი - მ.ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვის" გაცნობა, მსჯელობა მასში დასმულ პრობლემაზე_ბრბოს ფსიქოლოგიაზე. პარალელის გავლება იმავე თემაზე შექმნილ სხვა ნაწარმოებებთან
|
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
|
1
|
გამოწვევის (A) ფაზა (წინარე ცოდნის გააქტიურება)
აქტივობა 1. გონებრივი იერიში T სქემის საშუალებით, რომელიც მოცემულია ფლიპჩარტზე, მოსწავლეები ახასიათებენ ,,ეშმაკის ქვის“ ორ მთავარ პერსონაჟს: სოფიოსა და დათას. |
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ფლიმჩარტი, მარკერი
|
3 წთ.
|
|
2
|
შინაარსის რეალიზება (B) ფაზა.
აქტივობა 2. მუშაობა ჯგუფებში აქტივობის აღწერა: კლასი დაყოფილია 5-6 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება თაბახის ფურცლები, რომლებზეც მოცემულია ინსტრუქცია, შეფასების რუბრიკები, ამონარიდი მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვიდან“ და ორი კითხვა სხვა ჯგუფის მოსწავლეებისთვის ბლუმის ტაქსონომიის ცოდნის, გაგებისა და გამოყენების დონეების მიხედვით |
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
თაბახის ფურცელი, კალამი
|
5 წთ.
|
|
3
|
აქტივობა 3. პრეზენტაცია
თითოეული ჯგუფიდან თითო მოსწავლე (პრეზენტატორი) ახდენს ჯგუფისთვის მიცემული ტექსტის შინაარსის გაცნობას მთელი კლასისთვის და წარმოადგენს ჯგუფის მიერ ტექსტისთვის შერჩეულ სათაურს. |
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
|
8 წთ.
|
|
4
|
აქტივობა 4. კითხვა-პასუხი
თითოეული ჯგუფიდან ცალ-ცალკე ორ-ორი მოსწავლე უსვამს შეკითხვას თავისი ტექსტიდან სხვა ჯგუფის მოსწავლეებს. |
დისკუსია
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელზე მოცემული კითხვები
|
8 წთ.
|
|
5
|
აქტივობა 5. შეფასება
აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფი ფასდება განმავითარებელი შეფასებით შემდეგი რუბრიკების მიხედვით: • იცავენ თუ არა დროის ლიმიტს; • აყალიბებენ თუ არა გასაგებად საკუთარ მოსაზრებას; • გამოაქვთ თუ არა ადეკვატური დასკვნა; • ზეპირი მსჯელობისას იყენებს თუ არა არავერბალურ საშუალებებს. |
უკუკავშირი
|
ჯგუფური
|
|
2 წთ.
|
|
6
|
გამთლიანება/რეფლექსია (C) ფაზა
აქტივობა 6. ასოციაციური რუკა ფლიპჩარტზე დახაზულია ასოციაციური რუკა, რომლის ცენტრშიც არის ,,სოფელი“, ,,ბრბო“ და მოსწავლეები მსჯელობენ მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების (დანართი 2) ირგვლის ,,ბრბოს ფსიქოლოგიის“ დასახასიათებლად. |
ანალიზი
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტი, მარკერები
|
8 წთ.
|
|
7
|
აქტივობა 7. კედლის გაზეთზე მუშაობა
კედლის გაზეთზე მოცემულია სათაური,თემა, სურათები და ფრაგმენტები გ. ლეონიძის ,,მარიტადან", ვაჟა ფშაველას მოთხრობიდან ,,ამოდის, ნათდება" და გუსტავ ლებონის თვალსაზრისი ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რა აქვს საერთო დასახელებულ ნაწარმოებებს, კედლილს გაზეთზე აწებებენ სურათსა და ფრაგმენტს ,,ეშმაკის ქვიდან". |
სინთეზი
|
მთელი კლასი
|
ფორმატი, წები, სურათები, თაბახზე დაბეჭდილი ფრაგმენტები
|
7 წთ.
|
|
8
|
აქტივობა 7. განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი შეფასებით ფასდება ინდივიდუალურად მოსწავლე, რომელიც მსჯელობს მასწავლებლის მიერ დასმულ პრობლენურ საკითხებზე. მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი რუბრიკების მიხედვით: • გასაგებად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას; • მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები; • გამოაქვს ადეკვატური დასკვნა; • აქვს საინტერესო მოსაზრებები. |
უკუკავშირი
|
ინდივიდუალური
|
|
2 წთ.
|
|
9
|
აქტივობა 8. დავალების მიცემა
მოსწავლეებს სახლში სამუშაოდ ეძლევათ ტექსტის მეორე ნაწილის დამუშავება და თემა: ,,მე, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ვიყო“ - ტექსტის ინტერპრეტაცია. |
დამოუკიდებელი მუშაობა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეულები
|
2 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები -
შეფასება
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები რუბრიკები)
განმავითარებელი შეფასება
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
პირობასთან შესაბამისობა
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს,ვერ იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს,უჭირს პირობის შინაარსობრივი მოთხოვნების
დაცვა
|
იცავს დროის ლიმიტს, ვერ იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
იცავს დროის ლიმიტს, იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
ვერ აყალიბებს მოსაზრებებს და ვერ ავითარებს მათ თანმიმდევრულად
|
მოსაზრებებს გაჭირვებით აყალიბებს,მაგრამ ვერ ავითარებს მათ თანმიმდევრულად
|
აყალიბებს და თანმიმდევრულად ავითარებს მოსაზრებებს,მოჰყავს ადეკვატური
არგუმენტები
|
აყალიბებს და თანმიმდევრულად ავითარებს მოსაზრებებს, მოჰყავს ადეკვატური
არგუმენტები, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
ადეკვატურად ვერ იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ
საშუალებებს
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ
საშუალებებს, ვერ იყენებს მსჯელობითი ტექსტისთვის დამახასიათებელ გრამატიკულ ფორმებს
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ
საშუალებებს, უჭირს ტექსტისთვის დამახასიათებელი გრამატიკული ფორმების გამოყენება
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ როგორც არავერბალურ
საშუალებებს, ისეგრამატიკულ ფორმებს
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
არ აქვს საინტერესო მოსაზრებები, ვერ მოჰყავს არგუმენტები
|
არ აქვს საინტერესო მოსაზრებები, უჭირს არგუმენტების მოყვანა
|
ზოგჯერ აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს არგუმენტები და მაგალითები
|
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები და მაგალითები
|
რეფლექსია:
ჩემს მიერ 2018 წლის 28 თებერვალს ჩატარებული გაკვეთილის
თემას წარმოადგენდა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა
მოსწავლეები გასცნობოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვის“ ბოლო ნაწილს. ემსჯელათ
მასში დასმულ პრობლემაზე-ბრბოს ფსიქოლოგიაზე. გაევლოთ პარალელი იმავე თემაზე შექმნილ სხვა ნაწარმოებებთან.
საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ და სამუშაო
გარემოში. ვფიქრობ, მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ, როგორც მე, ისე თანაკლასელებს. ახდენდნენ უკვე მიღებული
ცოდნის რეალიზებას და თანაკლასელების მიერ შესრულებული დავალებების კორექტირებას. მოსწავლეები
თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს. გაკვეთილზე, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა
არცერთი მოსწავლე. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს.
სასწავლო რესურსებად გაკვეთილზე გამოყენებული იყო კედლის
გაზეთი, დაფა, თაბახის ფურცლები (ჯგუფური მუშაობისას), ფლიპჩარტი და მარკერები. იგი
ხელმისაწვდომი იყო ყველა მოსწავლისთვის. მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისთანავე განემარტათ
გაკვეთილის თემა და მიზანი. ერთ-ერთი აქტივობის
(გონებრივი იერიში) საშუალებით მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა, კერძოდ:
მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვის“ პირველი ნაწილი. გიორგი ლეონიძის
,,მარიტა“. ვაჟა-ფშაველას ,,ამოდის, ნათდება!“
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებისთვის მიცემულ ჯგუფურ
დავალებებს თან ერთვოდა მათი შესრულების ინსტრუქცია. მოსწავლეები დავალებებს ასრულებდნენ
სწრაფად და მართებულად. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა ფორმის დავალებები,
რის გამოც გაკვეთილი არ იყო დამღლელი და მიმდინარეობდა ხალისიანად. გაკვეთილზე გამოყენებული
აქტივობები ეფექტური იყო გაკვეთილის მიზნების
მისაღწევად.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
აგებული იყო თანამშრომლობის პრონციპზე. მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ თანაკლასელებს.
აქტიური მსმენელი გახლდიც მეც. მოსწავლეები გაკვეთილზე თამამად აფიქსირებდნენ განსხვავებულ
აზრს. მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობებში ჩართვისას გათვალისწინებული იყო თითოეული
მათგანის შესაძლებლობა. მოსწავლეები კარგად ართმევდნენ თავს როგორც ინდივიდუალურ სამუშაოებს,
ისე ჯგუფურს. კლასი ეფექტურად იყენებდა საგაკვეთილო დროს. ასევე ეფექტურად ხდებოდა
სასწავლო რესურსების გამოყენებაც. გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები ვთვლი მოსწავლეებს
უმაღლებდა მოტივაციას. საკლასო ოთახი მოწყობილი იყო კლასის ორგანიზების (ინდივიდუალური
და ჯგუფური) შესაბამისად. ასოციაციური რუკისა და კედლის გაზეთის საშუალებით მოხდა შიდასაგნობრივი
კავშირი. ვფიქრობ, გაკვეთილი გამდიდრებული იყო სხვა საინტერესო ინფორმაციით. მოსწავლეები
გაკვეთილის მსვლელობისას ეხმარებოდნენ ერთმანეთს თემის შინაარსის გაგებაში, უზუსტობების
აღმოჩენასა და გასწორებაში. მოსწავლეებისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ადვილად აღსაქმელი,
არ იყო გამოყენებული ასაკისთვის შეუსაბამო რთული ტერმინები. ყველა აქტივობისთვის მოსწავლეებს
ეძლეოდათ მკაფიო ინსტრუქციები. ასევე თითოეული მათგანი იცნობდა შეფასების რუბრიკებს.
გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვები,
რომლის გარშემოც მსჯელობდნენ მოსწავლეები. შეკითხვებს სვამდნენ მოსწავლეებიც. გაკვეთილის
მსვლელობისას მოსწავლეები მუდმივად იღებდნენ უკუკავშირს განმავითარებელი შეფასებით.
ვთვლი, რომ აღნიშნული გაკვეთილის შედეგად მიღწეული იქნა
ის შედეგები, რომლებიც იყო დასახული თავიდან, კერძოდ: გაეცნონ მიხეილ ჯავახიშვილის
,,ეშმაკის ქვას“. იმსჯელონ მასში დასმულ პრობლემაზე-ბრბოს ფსიქოლოგიაზე. გაავლონ პარალელი
იმავე თემაზე შექმნილ სხვა ნაწარმოებებთან.
გაკვეთილის მსვლელობისას არ მომხდარა გაკვეთილის გეგმის ანდა განსაზღვრული აქტივობების
მოდიფიცირება.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს
ვაძლევდი მკაფიო განმავითარებელ შეფასებას, ვფიქრობ, გაკვეთილის შეჯამების დროს მეტი
ყურადღება უნდა დამეთმო მოსწავლეთა შეფასებისთვის. მათთვის უნდა მიმეწოდებინა უფრო
მრავალფეროვანი უკუკავშირი, რაც ხელს შეუწყობდა აქტივობების უკეთ შესრულებას.
ხელმოწერა - ნ.რაზმაძე
თარიღი -
No comments:
Post a Comment