პროექტის გეგმა


სასწავლო   პროექტის გეგმა

1.     პროექტის სახელწოდება :  ,, განვდევნოთ მშობლიური ენიდან მავნე სიტყვები“
2.  პროექტის მთავარი იდეა:  ქართულ ენაში არსებული ბარბარიზმების, კალკის, ჟარგონებისა და ნასესხები ლექსიკის გაცნობა - გამოვლენა, მათი ენაში დამკვიდრების  მიზეზების გარკვევა.
3.  პროექტის აქტუალობა:   ძალიან მომრავლდა მოზარდთა თუ ზრდასრულთა მეტყველებაში  ბარბარიზმები,  მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში ისინი სულაც არ აღიქმება მავნე სიტყვებად  და უპრობლემოდ იკიდებს ფეხს. გარდა ამისა,  საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ ბარბარიზმებს დაემატა ინგლისური ბარბარიზმებიც, რამაც უფრო გააუარესა არსებული ვითარება. შექმნილ მდგომარეობაში კი ლომის წილი მიუძღვის ტელევიზიას, მასმედიასა და  ყოველგვარ საინფორმაციო წყაროს .  აქედან გამომდინარე,  დასაფიქრებელია, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქართული სალიტერატურო ენა.
4.     პროექტის მიზნები  : 
    ა)  მოსწავლეებმა  გაითავისონ,  რომ დღეს ქართული ენა დადგა დაკნინებისა და დაბინძურების საფრთხის წინაშე. ამიტომ  ჩვენი უპირველესი  ვალია  დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მას.
 ბ) მოსწავლეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თანატოლთა და უფროსთა მეტყველებაში არსებულ  სალიტერატურო ენისათვის შეუფერებელ სიტყვებსა და გამოთქმებს.  ეცადონ ,  ქართული სიტყვების უცხოურით ჩანაცვლების მიზეზების გარკვევა. პასუხი გასცენ კითხვას , რატომ აღმოვჩნდით არსებული პრობლემის წინაშე და ეძებონ მისი აღმოფხვრის გზები.
   გ)  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მწერალთა, პოეტთა და საზოგადო მოღვაწეთა  გამონათქვამებს  მშობლიური ენის შესახებ.
  დ) და ბოლოს, პროექტის მიზანია , რომ ენა, რომელიც უზარმაზარი ადამიანური     მსხვერპლის ფასად მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, რათა დღეს ქართულ ენაზე გვემეტყველა,  ჩვენი უგუნურობის გამო არ დავთმოთ, გავუფრთხილდეთ და შეურყვნელი გადავცეთ მომავალ თაობას. ამისათვის კი საჭიროა,  ვწეროთ და ვიმეტყველოთ ქართულად.
5.     მოსწავლეთა ასაკი :  12-13 წელი
6.     ხანგრძლივობა:  ორი კვირა
7.     მოსალოდნელი შედეგები :
·         კედლის გაზეთის გამოშვება  -  ,,დედაენის მცველები’’
·         ღონისძიების ჩატარება სათაურით - ,, დავიცვათ მშობლიური ენის სიწმინდე“
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :  ინტერნეტი, ციფრული ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები,  ფორმატი, ფერადი ფანქრები და მარკერები, წებო, წებოვანი ლენტი, ჭიკარტები
9.     პროექტის მსვლელობა : მოსწავლეები  დაიყოფიან ჯგუფებად.  პირველი ჯგუფი შეაგროვებს ბარბარიზმის ნიმუშებს; მეორე ჯგუფი- ენაში დამკვიდრებულ კალკებს, მესამე - ჟარგონის ნიმუშებს.  შეგროვებულ მასალში წარმოდგენილ სიტყვებს მოსწავლეები  სათითაოდ  დაწერენ თაბახის ფურცლებზე შავი მარკერით , შავი მარკერითვე ჯვარედინად გადახაზავენ დაწერილ მავნე სიტყვას და მას ქვეშ მიუწერენ
სწორ ქართულ შესატყვისს ფერადი  მარკერებით.    შექმნილი რესურსი მოსწავლეების მიერ გამიოკვრება სკოლის დერეფანში, სადაც მთელი თვის განმავლობაში  სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები და სკოლის სტუმრები გაეცნობიან ქართული ენის სიწმინდის დასაცავად შექმნილ  ნამუშევრებს.
10.   საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ძირითადი საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა, დამხმარე საგანი - ისტ.
11.   პროექტის ხელმძღვანელი :  ნინო რაზმაძე
12.    პროექტის ავტორის ელ-ფოსტა :   razmadzenino471@gmail.com
13.   პროექტის ბლოგი: https://kostarika-2018.blogspot.com/




                

პროექტი

No comments:

Post a Comment